უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს - მედია

21.12.24 14:19
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს - მედია

რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და 113 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, არიან დაშავებულები.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები