რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია
რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შედეგად ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ასევე, კიევის ოლქის ბროვარის მერი აცხადებს, რომ ქალაქში მრავალსართულიანი სახლი იწვოდა.