"ოცნების" მოკავშირე სლოვაკეთის პრემიერი მოსკოვში პუტინს შეხვდა
"ქართული ოცნების" მოკავშირე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებას ბლოკავს, მოსკოვში ჩავიდა. რობერტ ფიცო ვლადიმერ პუტინს შეხვდა. სლოვაკეთის მეთაური ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინაში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები განიხილა. ასევე განიხილეს მოსკოვსა და ბრატისლავას შორის ურთიერთობები. გარდა ამისა, საუბრის თემა იყო ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხები.