უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთში დრონების ნაწილების საწყობი განადგურდა

23.12.24 13:01
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთში დრონების ნაწილების საწყობი განადგურდა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში, განადგურებულია დრონების საწყობი. 

მათივე ცნობით, “აგრესორმა 16 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა.“

განადგურდა საწყობი, სადაც ინახებოდა შაჰედ-136 ტიპის კამიკაძე დრონების ნაწილები, რომლებსაც აგრესორი უკრაინაზე თავდასხმებისთვის იყენებს. იქ გაჩნდა ხანძარი, დაიწვა უპილოტო საფრენი აპარატის წარმოების აღჭურვილობა. აგრესორმა 16 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა" - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები