საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობა წარადგინა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობა წარადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო იქნება, თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ, ხოლო ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ერიკ ლომბარდი დაიკავებს.
ცნობისთვის, ფრანსუა ბაირუ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მას შემდეგ დანიშნა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში მის წინამორბედს, მიშელ ბარნიეს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.