2025 წელს EU უკრაინისთვის მილიონობით საბრძოლო მასალის წარმოებას გეგმავს - კუბილიუსი

24.12.24 12:07
2025 წელს EU უკრაინისთვის მილიონობით საბრძოლო მასალის წარმოებას გეგმავს - კუბილიუსი

ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ 2025 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაახლოებით 2 მილიონ საარტილერიო ჭურვს დაამზადებს.

კუბილიუსმა hromadske-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლა იარაღის მხოლოდ 20-25%-ს აწარმოებენ, დანარჩენს კი საზღვარგარეთ ყიდულობენ.

”ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული არ შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინისთვის იარაღის შესაძენად. არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები თავდაცვის ინდუსტრიაში ევროკავშირის გარეთ ინვესტიციებზე. თუმცა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ან გაყინული რუსული აქტივებიდან ფული შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღის შესაძენად. “- დასძინა მან.

ევროკომისრის თქმით, მომავალ წელს ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით 30 მილიარდ ევროს გადასცემს და კიევი თავად შეძლებს გადაწყვიტოს რაში გამოიყენებს მას.