უკრაინაში საჰაერო განგაშია - რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს

25.12.24 10:16
უკრაინაში საჰაერო განგაშია - რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს

დილიდან უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, მიზეზი რუსეთის სარაკეტო შეტევაა, რომელსაც წინ უძღოდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა.

დილის 9 საათისთვის ქალაქ ხარკოვზე, სულ მცირე, შვიდი დარტყმის და ხანძრების შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია. წინასწარი მონაცემებით, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები მასირებულად უტევენ ქვეყნის ენერგოსისტემას.

 

მსგავსი სიახლეები