აფეთქება ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში - დაიღუპა ერთი ადამიანი

25.12.24 12:38
აფეთქება ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში - დაიღუპა ერთი ადამიანი

ვლადიკავკაზში სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში“ აფეთქება მოხდა. ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ჩრდილეოთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი სერგეი მენაილო ავრცელებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. 

მივედი სავაჭრო ცენტრ „ალანია“-ს ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია ერთი ქალბატონი. შემთხვევის დროს ის შენობაში იმყოფებოდა. კიდევ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტდება. ის მედიკოსებმა წაიყვანეს, - წერს მენაილო. 

ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახური მუშაობს.  ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ სავაწრო ცენტრში ხანძარი მესამე სართულსა და სახურავს გაუჩნდა. 

რამ გამოიწვია აფეთქება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ბუინებრივი აირის ვერსია გამოირიცხა, რადგან შენობა გაზიფიცირებული არ იყო. 

მსგავსი სიახლეები