ყაზახეთში აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა

ყაზახეთში, ქალაქ აქთაუში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ხომალდი რეისს ბაქოდან გროზნოს მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, გადარჩენილია რამდენიმე ადამიანი, რომლოებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩართულია 150 პერსონალი, 45 ერთეული სასწრაფო რეაგირების აღჭურვილობა.
მიმდინარეობს მგზავრთა სიების განახლება,” - წერს ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ გროზნოში ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს - მობილიზებულია ტექნიკაც.