ბაიდენმა პენტაგონს კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა დაავალა
ჯი ბაიდენი აცხადებს, რომ პენტაგონს ოფიციალური კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის შესახებ განკარგულება მისცა. ამერიკის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შემდეგ მიიღო.
შობის პირველ საათებში რუსეთმა უკრაინის მისამართით რაკეტები და დრონები გამოიყენა. ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო ზამთრის პერიოდში უკრაინელი ხალხისთვის სითბოსა და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის შეწყვეტა, ასევე შეექმნათ ენერგეტიკული ქსელის უსაფრთხოების საფრთხე, - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ შობის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევები განახორციელა. ოკუპანტების არმიამ დღის განმავლობაში იერიში რამდენიმე რეგიონზე მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც.