თავდასხმა იემენზე - ისრაელის ავიაციამ სანას აეროპორტს დაარტყა

27.12.24 10:26
თავდასხმა იემენზე - ისრაელის ავიაციამ სანას აეროპორტს დაარტყა

ისრაელის ავიაციამ სანას აეროპორტს დაარტყა - შეიარაღებულმა ძალებმა განმარტა, რომ იემენში მდებარე აეროპორტის ინფრასტრუქტურას ტერორისტები სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ.

თავდასხმის შედეგად, აეროპორტში სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. ამ შტურმის დროს სანას აეროპორტში იმყოფებოდნენ გაეროს დელეგაციის წევრები. გარდა ამისა, დგინდება, რომ ისრაელმა იემენის დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში ავია იერიში მიიტანა ელექტროსადგურებსა და პორტებზე.