ავიაკატასტროფა ყაზახეთში - NATO სრულ გამოძიებას ითხოვს

27.12.24 10:33
ავიაკატასტროფა ყაზახეთში - NATO სრულ გამოძიებას ითხოვს

რამ გამოიწვია აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფა? - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოძიებას ითხოვს.

ნატოს სპიკერმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საჭიროა სრული გამოძიება. ფარა დაჰლალამ თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულების ოჯახის წევრებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს, ყაზახეთში ავიაკასტროფა მოხდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.

წინასაწარი გამოძიების მიხედვით, ყაზახეთში, აქტაუში, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა - ამის შესახებ Euronews-ს აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა ექსკლუზიურად დაუდასტურეს.

ირკვევა, რომ რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა. 

აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ Euronews-ს განუცხადა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის აეროპორტებში დაშვების უფლება არ მისცეს. თვითმფრინავს დაევალა კასპიის ზღვაზე გადაფრენა ყაზახეთში, აქტაუს მიმართულებით.

მონაცემების მიხედვით, იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი ზღვის მაღლა დაფრინავდა, მისი სანავიგაციო სისტემა გაჭედილი იყო.

მსგავსი სიახლეები