აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი აპრილამდე გაახანგრძლივა

27.12.24 13:29
აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი აპრილამდე გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

შესაბამისად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება.