ალიევი ადასტურებს, რომ აქტაუში თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადასტურებს, რომ აქტაუში AZAL-ის თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო. მისი თქმით, თითმფრინავი ხმელეთიდან იქნა ჩამოგდებული.
რა თქმა უნდა, საბოლოო ვერსია ცნობილი გახდება „შავი ყუთების“ გახსნის შემდეგ. მაგრამ საწყისი ვერსიები საკმაოდ დასაბუთებულია და ფაქტებზეა დაფუძნებული. და ფაქტია, რომ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ქალაქ გროზნოსთან გარედან დაზიანდა და პრაქტიკულად, კონტროლი დაკარგა. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩვენი თვითმფრინავი ელექტრონულმა ომმა უკონტროლო გახადა. ეს არის თვითმფრინავისთვის მიყენებული პირველი დაზიანება“, - აღნიშნა ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად, რომელიც მიწიდან გაიხსნა, ძლიერად დაზიანდა თვითმფრინავის კუდის ნაწილიც.