ავსტრალიიდან კანადამდე - ქართველმა ემიგრანტებმა ცოცხალი ჯაჭვის შეკრეს

29.12.24 21:14
ავსტრალიიდან კანადამდე - ქართველმა ემიგრანტებმა ცოცხალი ჯაჭვის შეკრეს

 

ავსტრალიიდან კანადამდე - მსოფლიოს ყველა წერტილში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, პროტესტის ხმა ისმოდა. ათობით ემიგრანტმა ერთობის ჯაჭვი ნიუ-იორკში შეკრა. თავისუფლებისთვის ბრძოლის ამ სიმბოლური აქციიით მათ რეჟიმისგან ახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ნიუ-იორკის ქუჩებში ფრიალებდა საქართველოს დროშები და ისმოდა ეროვნული ჰიმნი.

ეს ის ადამიანები არიან, ვინც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ან პოლიტიკური დევნის გამო გამო იძულებული გახდნენ, საქართველო დაეტოვებინათ, თუმცა ბრძოლას არც ემიგრაციიდან წყვეტენ. ისინი ცდილობენ, მსოფლიოს გააგონონ ხმა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამ მიზნით შეიკრიბნენ კანადაშიც და სიმბოლური, სოლიდარობისა და ერთობის ჯაჭვი შეკრეს ემიგრანტებმა.

არც ევროპა ყოფილა გამონაკლისი. ქართველმა ემიგრანტებმა თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართეს და ერთობის ჯაჭვში ჩაებნენ. 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები