მსოფლიოში პირველად, უკრაინელებმა რუსული “მი-8“ ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს - უკრაინული მედია
უკრაინული მედიის ცნობით, მსოფლიოში პირველად, უკრაინელებმა რუსული „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი საზღვაო დრონით გაანადგურეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმმა “Group 13“-მა, მსოფლიოში პირველად, საჰაერო სამიზნეს Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონის გამოყენებით დაარტყა.
დაზვერვის ცნობით, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, შავ ზღვაში გამართული ბრძოლის დროს, რუსული “მი-8“ ტიპის ვერტმფრენი R-73 SeeDragon რაკეტებით განადგურდა.