მედიის ცნობით, უკრაინელებმა კურსკში დასახლებული პუნქტი აიღეს
უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს.
მათი ცნობით, ოპერაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა ჩაატარეს.
“აღმოჩნდა, რომ რუს სამხედროებთან ერთად სოფელი ჩრდილოეთ კორეის ჯარებსაც ეკავათ“, - ნათქვამია სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მე-6 პოლკის რეინჯერებმა, შეტევითი მოქმედებების წყალობით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიკავეს", - ვკითხულობთ იფნორმაციაში.