უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 63 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 111 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 63 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 46 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 2 რუსეთსა და ბელორუსში გაფრინდა.
დრონები ჩამოაგდეს პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში.