სროლა ნიუ-იორკის ღამის კლუბში - დაშავებულია 10 ადამიანი
აშშ-ში, ნიუ-იორკში, ღამის კლუბ „ამაზურას“ მახლობლად მასობრივი სროლა მოხდა. დაშავდა სულ მცირე ათი ადამიანი.
Daily Mail-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიჭრა. კიდევ რამდენიმე ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. საბედნიეროდ, კრიტიკულ მდგომარეობაში არავინაა.
NYPD-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ პოლიცია ეძებს ნაცრისფერ სედანს სროლასთან დაკავშირებით, მაგრამ ეჭვმიტანილი ჯერ არ არის გამოვლენილი, - აღნიშნავს გამოცემა.