15 მოკლული და 30 დაშავაბული - ტერაქტი ნიუ-ორლეანში
ახალი წლის ღამეს აშშ-ს ქალაქ ნიუ ორლეანში მამაკაცი დაქირავებული პიკაპით ხალხის ბრბოში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 30 დაშავდა. FBI მომხდარს ტერორისტულად აქტად განიხილავს.
გამოცემა CBS News-ის ცნობით, თავდამსხმელი 42 წლის შამსუდ-დინ ჯაბარია, შეერთებული შტატების მოქალაქე ტეხასიდან და აშშ-ს არმიის ვეტერანი.
გამოცემა იუწყება, რომ სატვირთო მანქანის უკანა ბამპერიდან ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის შავი დროშა ფრიალებდა.
სატელევიზიო გამოსვლაში, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ FBI-მ დაადგინა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ჯაბარმა „გამოაქვეყნა ვიდეოები სოციალურ მედიაში, სადაც მითითებულია, რომ ის შთაგონებული იყო ISIS-ით და მოკვლის სურვილი ამოძრავებდა".