სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დაკავება დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის დაკავება დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა. ინფორმაციას REUTERS და CNN ა ვრცელებენ.
სამხრეთ კორეის კორუფციის საგამოძიებო სააგენტომ განაცხადა, რომ დაახლოებით 80 პოლიციელი და გამომძიებელი შევიდნენ სეულში საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაკავების ორდერის შესასრულებლად, მაგრამ ისინი პრეზიდენტის დაცვამ დაბლოკა.
ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის მხარდამჭერები მისი რეზიდენციის წინ გამთენიისას შეიკრიბნენ. მათი რიცხვი ასობით ათასი იყო. ისინი პირობას დებდნენ, რომ დაბლოკავდნენ იუნ სუკ-იოლის დაკავების ნებისმიერ მცდელობას.
გენერალურმა პროკურორმა ადგილზე ხალხის უსაფრთხოების მოტივით გააუქმა დაკავების ორდერის აღსრულება. ბრძანება, რომელიც მოქმედებს 6 იანვრამდე, ძალაში რჩება და შესაძლოა, გაგრძელდეს კიდეც.