ოკუპანტიების იერიშები კიევზე - დაღუპულია სატვირთოს მძღოლი

03.01.25 12:12
ოკუპანტიების იერიშები კიევზე - დაღუპულია სატვირთოს მძღოლი

კიევის რეგიონში მტრის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის 16 წლის მოზარდი. ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. 

ნიკოლაი კალაშნიკის ცნობით, კიევის რეგიონის ერთ-ერთ რაიონში სატვირთო მანქანის მძღოლი ჩამოგდებული სამიზნის ნამსხვრევებით დაშავების შედეგად გარდაიცვალა. 

კიდევ ერთ რაიონში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კერძო სახლს დაეცა, რამაც სახურავზე ხანძარი გამოიწვია. დაშავდა სამი ადამიანი.