EU-მ უნგრეთს 1 მილიარდი ევროთი დაფინანსებაზე უარი უთხრა

03.01.25 16:08
EU-მ უნგრეთს 1 მილიარდი ევროთი დაფინანსებაზე უარი უთხრა

ევროკავშირის უარი უნგრეთს - EU-მ წევრ ქვეყანას 1 მილიარდი ევროთი დაფინანსება გაუყინა.  ეს  ბლოკის წევრის წინააღმდეგ მსგავსი სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.  დახმარების გაყინვის მიზეზი კორუფციაში ბრალდებები გახდა.

პირობა იყო, რომ უნგრეთს სამართლებრივი რეფორმები 2024 წლის ბოლომდე უნდა გაეტარებინა. ევროკავშირის ფული ბუდაპეშტს გადაეცა სტრუქტურულად სუსტი რეგიონების მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მაგრამ 2022 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაასკვნა, რომ უნგრეთი უგულებელყოფდა ევროკავშირის დემოკრატიულ სტანდარტებს და ძირითად ღირებულებებს, ის გაიყინა.

მსგავსი სიახლეები