2024 წლის განმავლობაში, რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი დაბრუნდა - ზელენსკი

03.01.25 19:17
2024 წლის განმავლობაში, რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი დაბრუნდა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ტყვეობიდან 1 358 უკრაინელი გაათავისუფლეს.

ზელენსკის თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი სასიხარულო ამბები 2025 წელს უფრო მეტი იყოს და "უფრო მეტი უკრაინელის დაბრუნება შევძლოთ".

2024 წელს ჩვენ მოვახერხეთ უკრაინაში რუსული ტყვეობიდან ჩვენი 1358 ადამიანის დაბრუნება. ეს ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე - სახლში ყოფნის სიხარული", - აღნიშნა მან.

მანამდე, 30 დეკემბერს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობიდან 189 მოქალაქე დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები