უნგრეთის ელჩი EU-ის საბჭოს თავმჯდომარედ პოლონეთის არჩევის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად პოლონეთის არჩევის ღონისძიების საღამოზე უნგრეთის ელჩი ვარშავაში, მიწვეული არ არის.
ჩვენ მოვიწვიეთ მთელი დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ ბატონ რომანოვსკისთან შექმნილი ვითარების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ უნგრეთის ელჩს გაუგზავნა წერილი, რომ ის არ არის სასურველი სტუმარი”, – თქვა პოლონეთის ევროპული საქმეების მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ.
მისივე ცნობით, ღონისძიებაზე არ არის დაპატიჟებული არც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.