ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში ხანძარი გაჩნდა - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

04.01.25 14:34
ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში ხანძარი გაჩნდა - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

8 გარდაცვლილი და მინიმუმ 15 დაშავებული - ჩინეთის ქალაქ ჟანჯიაკუში, ბოსტნეულის ბაზარში ხანძარიგაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ''ფრანს-პრეს'' ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე CCTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.

 

მსგავსი სიახლეები