რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ - მედია

04.01.25 16:26
რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ - მედია

 4 იანვარს რუსეთის უდიდეს საზღვაო სავაჭრო პორტს დრონებით თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ინფორმაციით, ოლქის ტერიტორიაზე 4 დრონი ჩამოაგდეს. შედეგად, პორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში მინები ჩაიმსხვრა.

რუსეთის თავდაცვამ დრონების უმეტესობა ლენინგრადის ოლქში მდებარე ''უსტ-ლუგას'' საზღვაო სავაჭრო პორტის ტერიტორიაზე ჩამოაგდო.