ოკუპანტების ავიადარტმა სუმის ოლქზე - დაშავებულთა შორის ბავშვები არიან
ოკუპანტების ავიადარტმა სუმის ოლქზე - ადგილობრივი მედიის ცნობით, მართვადი ავიაბომბი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ავიაიერიშის შედეგად დაშავებულია ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული პირი, დანგრეულია მრავალსართულიანი შენობის სადარბაზო.
სუმის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნანგრევებში შეიძლება, მოქალაქეები იყვნენ მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.