ჯო უილსონი: ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე

05.01.25 14:06
ჯო უილსონი: ვიმუშავებთ საქართველოში დემოკრატიის აღდგენაზე

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აღნიშნავს, რომ სპიკერ მაიკ ჯონსონისა და სენატორ ჯონ თუნის ხელმძღვანელობით კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელი წევრები დონალდ ტრამპთან ერთად იმუშავებენ „ტრამპის დღის წესრიგზე“ „ძლიერებით მშვიდობის“ მისაღწევად, მათ შორის, საქართველოში დემოკრატიის აღდგენის ჩათვლით. ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

შეგახსენებთ, რომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში უილსონმა თქვა, რომ რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, დონალდ ტრამპს კი გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები არ მოსწონს.