შოლცი პუტინთან შეხვედრას გეგმავს - გერმანიის ოპოზიცია

05.01.25 14:51
შოლცი პუტინთან შეხვედრას გეგმავს - გერმანიის ოპოზიცია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება. 

სულ უფრო მზარდი ნიშნებია ჩნდება იმისა, რომ 23 თებერვლამდე კანცლერი შოლცი მოსკოვში გაემგზავრება, ან პუტინს შეხვდება. უკრაინისთვის დაგეგმილი გეგმების განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს პარიზის ქარტიის 10-20 წლით შეჩერებას. საჩვენებელი იქნება, როგორი რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე უკრაინის მოსახლეობას თუ ჩვენს მეზობლებს“, - აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა როდერიხ კიზევეტერმა.

გერმანელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ არ უნდა მიიღონ შეთანხმებები, რომელიც უკრაინის ხარჯზე მოხდება.

ჩვენ არ უნდა გავჩუმდეთ და დავუშვათ ეგრეთ წოდებული „ნორმანდიული შეთანხმებები“, რომელიც ხდება უკრაინის ხარჯზე და არ უნდა მივიღოთ ე.წ. „შეთანხმებები“. ჩვენ ასევე არ უნდა მივიღოთ ეგრეთ წოდებული „მოსკოვის მეკავშირეები“ ჩვენს რიგებში!“ , - აღნიშნა გერმანიის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.