რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეგვიძლია- ზელენსკი

რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეიძლება, - ეს განცხადება ვოლოდიმერ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, თანახმა იქნება თუ არა უკრაინა, ნატო-ში გაწევრიანების მიწვევის სანაცვლოდ, დათმოს ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, ასევე ყირიმი, რაზედაც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ყველა ეს ტერიტორიაა უკრაინაა.
25 იანვარს ან სხვა დღეს დავსხდებით, პირველ რიგში, ტრამპთან ერთად. ჩვენ მოვილაპარაკებთ, როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ ომი და პუტინი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასაც ჰქონდეს ხმა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ. მოსკოვთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ. ჩემი აზრით, ტრამპს შეუძლია ამის გაკეთება , - დასძინა ზელენსკიმ.
სხვათა შორის, ომის პირველი დღეების შემდეგ, ლუკაშენკოს ვესაუბრე ტელეფონით და მან ბოდიში მომიხადა და თქვა რომ "ეს მე არ ვიყავი, რაკეტები ჩემი ტერიტორიიდან გაუშვეს და პუტინი იყო, ვინც მათ უშვებდაო". ეს მისი სიტყვებია, თვითმხილველები მყავს და "მე ბოდიშს ვიხდიო" - მითხრა მან. დამერწმუნე, ეს მითხრა მან: "ვალოდია, ეს მე არ ვარ, მე არ ვარ მართვის სადავეებთანო" - ეს მითხრა მან, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანის პოდკასტში.