ალიევი ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

06.01.25 18:20
ალიევი ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

"აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ" - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს. 

ალიევი რუსეთისგან "ადამიანურად მოქცევას" ითხოვს.

რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიეჩქმალათ ეს ინციდენტი და დაჟინებით ესაუბრათ აბსურდულ ვერსიებზე, ჩვენში გაკვირვებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს - ამბობს პრეზიდენტი. 

ამასთან, სააგენტო APA წერს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაღუპული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების ნათესავებს, ასევე ავიაკატასტროფას გადარჩენილ ბორგამცილებლებს შეხვდა.

მისივე თქმით,  25 დეკემბერს ქალაქ გროზნოში გამოცხადდა საჰაერო სივრცის დახურვის ოპერაცია მას შემდეგ, რაც თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს.

“როგორც წესი, როდესაც საფრთხე წარმოიქმნება ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ის მაშინვე იკეტება. ეს ეხება ყველა ქვეყანაში და სხვადასხვა სახელები აქვს. რუსეთში ამას ეწოდება ოპერაცია „ხალიჩა“. თუ რუსეთის საჰაერო სივრცეს საფრთხე ემუქრებოდა, თვითმფრინავის კაპიტანს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა, საჰაერო სივრცე სასწრაფოდ უნდა დაეხურათ და თვითმფრინავი უკან დაბრუნებულიყო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დაახლოებით 10 დღით ადრე მსგავსი შემთხვევა ქალაქ გროზნოსთან მოხდა. AZAL-ის კუთვნილი თვითმფრინავი შუა გზიდან გაბრუნდა. რატომ არ გააფრთხილეს ამჯერად თვითმფრინავის ეკიპაჟი? ბუნებრივია, ამას გამოძიება გამოავლენს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეფუძნება სიმართლეს. რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიეჩქმალათ ეს ინციდენტი და დაჟინებით ესაუბრათ აბსურდულ ვერსიებზე, ჩვენში გაკვირვებას, მწუხარებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

გამოძიება ამბობს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

2024 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას.

მსგავსი სიახლეები