შტორმი აშშ-ში - დაღუპულია 4 ადამიანი

07.01.25 10:15
შტორმი აშშ-ში - დაღუპულია 4 ადამიანი

ზამთრის შტორმი ამერიკის შეერთებულ შტატებში - ვაშინგტონსა და აღმოსავლეთ ნაწილს თავს სტიქია დაატყდა. მისურიდან ვირჯინიამდე 300 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეში დარჩა.

6 იანვრის მონაცემებით, 2 200-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო ფრენა გაუქმდა. ქარიშხალმა არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, რომლის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. 3 ადამიანი კანზასში, ხოლო ერთი - მისურის შტატში.

შვიდ შტატში: მერილენდში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაში, კანზასში, მისურიში, კენტუკსა და არკანზასში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები