ზელენსკი: "5 ხუთი თვე გავიდა კურსკის რეგიონში მოქმედებების დაწყებიდან - ჩვენი მეომრები ომს რუსეთში აბრუნებენ"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ქალაქ კურსკში უკრაინელი ჯარისკაცების შეტევის დაწყებიდან 5 თვის თავზე პლატფორმა X-ზე სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ომში ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხოლოდ ამ პერიოდში პუტინის რუსეთმა კურსკის მიმართულებით 38 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა.
დღეს ზუსტად ხუთი თვე გავიდა კურსკის რეგიონში ჩვენი მოქმედებების დაწყებიდან და ჩვენ ვაგრძელებთ ბუფერული ზონის შენარჩუნებას რუსეთის ტერიტორიაზე და აქტიურად ვანადგურებთ იქ მათ სამხედრო პოტენციალს. კურსკის ოპერაციის დროს მტერმა უკვე დაკარგა 38 000-ზე მეტი ჯარისკაცი მხოლოდ ამ მიმართულებით, მათგან დაახლოებით 15 000 გამოუსწორებელი დანაკარგით.
რუსებმა კურსკში თავიანთი უძლიერესი ნაწილები განალაგეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ ცოცხალი ძალის ახლა სხვა ფრონტებზე გადამისამართება შეუძლებელია. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც ომს აბრუნებენ სახლში - რუსეთში - და აძლევენ უკრაინას მეტ უსაფრთხოებასა და ძალას." - განაცხადა ზელენსკიმ.