მიწისძვრა ჰიმალაის მთებში - ტიბეტში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გერმანული გამოცემა "დოიჩე ველეს" ცნობით, ჰიმალაის მთებში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ბუნებრივი სტიქიის შედეგად, ტიბეტის ქალაქ შიგაცეში და მის გარშემო სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა.
"დოიჩე ველე" ჩინურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის ბიძგები ნეპალსა და ინდოეთშიც იგრძნობოდა.