დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა

07.01.25 11:19
დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს, რომ დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა.

"გრენლანდია საოცარი ადგილია და მისი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს, თუ იგი ჩვენი ქვეყნის ნაწილი გახდება" - აღნიშნავს ტრამპი. 

გრენლანდია საოცარი ადგილია და მისი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს თუ, და როდესაც, იგი ჩვენი ქვეყნის ნაწილი გახდება. ჩემი შვილი, დონ უმცროსი და სხვა წარმომადგენლები იქ გაემგზავრებიან, რათა დიდებული ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულონ. ჩვენ მას ბოროტი გარე სამყაროსგან დავიცავთ. დავუბრუნოთ გრენლანდიას დიდება. MAGA!”, - წერს დონალდ ტრამპი.

მსგავსი სიახლეები