უკრაინელებმა 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

07.01.25 12:17
უკრაინელებმა 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამესდ უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 38 დრონიდან 28 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მათივე ცნობით, დანარჩენი დრონებიდან 10 გაუჩინარდა, ხოლო 3 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები