პუტინმა რუსი სამხედროებისთვის ძეწკვები დაამზადა და მისი ინიციალები ამოატვიფრინა

07.01.25 16:40
პუტინმა რუსი სამხედროებისთვის ძეწკვები დაამზადა და მისი ინიციალები ამოატვიფრინა

ომის დანაშაულებში მხილებული ვლადიმერ პუტინის მოთხოვნით, უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცებისთვის სპეციალური ძეწკვები დაამზადეს, რომელზეც მისი ინიციალებია ამოტვიფრული. 

რუსეთის პატრიარქმა კირილემ შობის სადღესასწაულო წირვაზე სამხედროებისთვის განკუთვნილი ძეწკვები რუსი დიქტატორის თანდასწრებით აკურთხა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, "რწმენის ეს სიმბოლოები" გადაეცემათ იმ სამხედრო მეთაურებს, რომლებიც ასრულებენ "განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანებს სპეცოპერაციის ზონაში".

ვფიქრობ, რომ ჩვენს ამხანაგებს პატივი ექნებათ მიიღონ რწმენის ეს სიმბოლოები, რომლებიც აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა შობის ღამეს სადღესასწაულო წირვის დროს,” - თქვა პესკოვმა

მსგავსი სიახლეები