აშშ უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს

BLOOMBERG-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, 15 იანვარს გამოაცხადოს 500 მილიონი დოლარის ბოლო დახმარება, რომელსაც აშშ უკრაინას გაუწევს.
პაკეტი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის გამოყოფილი დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის უსაფრთხოების დახმარების ბოლო ნაწილი.
დახმარება, ითვალისწინებს იარაღისა და სამხედრო მარაგების მიწოდებას აშშ-ის არსებულ მარაგებიდან.