ლოს-ანჯელესში ხანძრებს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

09.01.25 10:43
ლოს-ანჯელესში ხანძრებს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა - ეპიცენტრიდან ევაკუირებულია 150 000-ზე მეტი ადამიანი.

7 იანვარს ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძრების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ვითარებას ძლიერი ქარი ართულებს.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ხანძრის ახალი, მეექვსე კერა გაჩნდა ლოს-ანჯელესის კიდევ ერთ რაიონში, ჰოლივუდის ბორცვზე.

მსგავსი სიახლეები