რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანის ქმარი კომაშია
კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანის ქმარი კომაშია. ამის შესახებ ინფორმაციას სიმონიანი ტელეგრამზე ავრცელებს:
"ბოლომდე არ მინდოდა, მაგრამ, რადგან ჟურნალისტები მირეკავენ, მე თვითონ დავწერ. ტიგრან კეოსაიანმა გადაიტანა კლინიკური სიკვდილი და ახლა კომაშია. მას დიდი ხანია ავადმყოფი გული აქვს. საშინელ მდგომარეობაში ვარ, ასევე ვერ აღვწერ ისეთ მდგომარეობაშია მისი დედა". – წერს სიმონიანი Telegram-ში.
კეოსაიანი ტელეწამყვანი და რეჟისორია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსულ არხებზე, ძირითადად გასართობი და იუმორისტული მიმართულებით. 2016 წლიდან НТВ-ს ეთერში მიყავს სატირული საავტორო გადაცემა, რომელშიც ერთი-ერთი იმეორებს ვლადიმირ პუტინისა და კრემლის ნარატივს.
2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე დროში კეოსაიანს ევროკავშირმა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.