ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. როგორც კრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან და პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან.
ზელენსკი 9 იანვარს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან, ხოლო პარასკევს, 10 იანვარს, პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან გამართავს შეხვედრებს.
ნიკიფოროვის თქმით, ზელენსკი იტალიაში ისეთის საკითხების განხილვას გეგმავს, როგორებიცაა: თავდაცვითი მხარდაჭერა, უკრაინის აღდგენის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია (რომელიც იტალიაში ზაფხულში გაიმართება), მშვიდობის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევების კოორდინაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ასევე, ერთ-ერთი განსახილველი თემა შეეხება “დიდი შვიდეულის” ფარგლებში თანამშრომლობას, კერძოდ, კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხებს.