ბრაზილიაში თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და სანაპიროზე აფეთქდა

10.01.25 10:21
ბრაზილიაში თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და სანაპიროზე აფეთქდა

ბრაზილიაში, უბატუბას აეროპორტიდან თვითმფრინავი Cessna Citation ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და სან პაულოს სანაპიროზე აფეთქდა. ამის შესახებ ბრაზილიური გამოცემა  იტყობინება. შემთხვევის დროს ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. ცნობილია, რომ თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა. გადარჩა კიდევ ოთხი მგზავრი - მეუღლეები და ორი შვილი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავდა მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელიც სანაპიროზე იმყოფებოდა.

ავარიის მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, თვითმფრინავის მწარმოებლი და თავად აეროპორტის მონაცემები მიუთითებს, რომ Cessna Citation-ს უსაფრთხო დაშვებისთვის უფრო გრძელი ასაფრენი ბილიკი სჭირდებოდა, ვიდრე ეს უბატუბას აეროპორტშია. გარდა ამისა, მიზეზად უამინდობაც დასახელდა.