ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

10.01.25 14:16
ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“უკრაინას დღეს 3 მილიარდ ევროს გადავცემთ - „დიდი შვიდეულის“ სესხის ფარგლებში ევროკავშირის წილის პირველ გადახდას“, - წერს ლაიენი.

მისივე განცხადებით, რუსეთის აგრესიული ომიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, უკრაინას შეუძლია მეგობრების და პარტნიორებზე იმედი ჰქონდეს.

რუსეთის აგრესიული ომიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, უკრაინას შეუძლია მეგობრებზე და პარტნიორებზე იმედი ჰქონდეს. დღეს ჩვენ მივცემთ 3 მილიარდ ევროს უკრაინას, ევროკავშირის G7 სესხის პირველი ნაწილის გადახდას. მიეცით უკრაინას ფინანსური ძალა, გააგრძელოს ბრძოლა მისი თავისუფლებისთვის - და გაიმარჯვოს, - წერს ლაიენი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სესხის პირველ ტრანშს უკრაინა 2025 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებდა. სესხის მთლიანი თანხა, 18,1 მილიარდი ევრო, კიევს 2025 წლის განმავლობაში გადაეცემა და ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის დაიფარება.

მსგავსი სიახლეები