"ვამაყობ თქვენით" - როთი ქართველ ხალხს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს.
"ვამაყობ თქვენით" - უთვლის გერმანელი პოლიტიკოსი ევროპული მომავლის მცველებს, რომლებიც ქუჩიდან უკვე 46-ე დღეა იბრძვიან.
ვამაყობ თქვენით! თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. მოუთმენლად ველი, როდის გნახავთ რუსთაველზე", - წერს როთი.
ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა.