სტრასბურგში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა 50 ადამიანი
სტრასბურგში ორი ტრამვაი ერთმანეთს შეეჯახა. მძიმედ დაშავდა 50 ადამიანი. ძლიერი შეჯახების შემდეგ ხალხს თავის ტრავმები და ძვლების მოტეხილობები აღენიშნებათ. შემთხვევა საღამოს, სადგურში მიმავალ გვირაბში მოხდა. შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი ტრამვაი შეჯახებისას უკუსვლით მოძრაობდა.