ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა, მომავალ კვირაში შედგეს
დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შესაძლოა, მომავალ კვირაში შედგეს. ამის შესახებ ამერიკის ახალი პრეზიდენტის მრჩეველმა ეი-ბი-სი ნიუსთან ინტერვიუში ისაუბრა. მაიკლ ვოლცი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომუნიკაციის შემდეგ დაიწყება მზადება პირისპირ შეხვედრისთვის. ტრამპის გუნდის წევრი ჯერ არ ამბობს, ჩაერთვება თუ არა პირველივე მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი. ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ვოლცი დასძენს, რომ ადამიანების და რესურსების საკეპმა მანქანამ მუშაობა უნდა შეწყვიტოს და ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს.