ლოს-ანჯელესში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - კალიფორნიის შტატში ხანძრის გამო ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა. ცეცხლის ქრობს ხელს უამინდობა უშლის. დამწვარი და განადგურებულია ათასობით სახლი. მეტეოსამსახურის პროგნოზით, განსაკუთრებით რთული დღე იქნება ხვალ - 14 იანვარს, რადგან მოსალოდნელია ძლიერი ქარი. შესაბამისად იზრდება ხანძრის გავრცელების საფრთხე.
მაღალი რისკის ზონად დასახელებულია სან-ფერნანდოს ველი და ბრენტ-ვუდის რაიონი, სადაც ცნობილი მსახიობების სახლებია. ბრენტ-ვუდშია უდიდესი საგამოფენო ცენტრი, სადაც რემბრანტის და ვან გოგის ნამუშევრებია დაცული. ამ დროის მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია დაახლოებით 180 ათასი ადამიანი.