იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

13.01.25 18:26
იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა იაპონიის სამხრეთით, კიუშუს რეგიონში, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა.

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა მიაძაკის პრეფექტურაზე, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი ცენტრი იყო.

დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები