ბელარუსში მშობლებს, რომლებიც ლუკაშენკას უპირისპირდებიან, ბავშვების ჩამორთმევით ემუქრებიან
2025 წლის დასაწყისიდან ბელორუსის მეურვეობის ორგანოებს მშობლებისთვის ბავშვების წართმევა გაუადვილდათ. ეს შეეხება არა მხოლოდ მათ, ვინც სისხლის სამართლის მუხლით ან "ექსტრემიზმისთვის" არის გასამართლებული, არამედ მათაც, ვინც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.11 მუხლით („ექსტრემისტების გავრცელება“). მაგალითად, თუ ადამიანმა გამოაქვეყნა ბმული ბელორუსში აკრძალულ ნებისმიერ არასახელმწიფო მედიაზე, გამოაქვეყნა ფოტო აკრძალული ლოგოთი სოციალურ ქსელებში, მოიწონა პოსტი "ექსტრემისტი" მეგობრის გვერდზე, ან დატოვა კომენტარი " ექსტრემისტის“ საჯარო გვერდზე. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი „ექსტრემისტული მასალების“ სია ყოველდღიურად ახლდება.
ასეთ ოჯახი შესაძლოა, „სოციალურად საშიშად" გამოაცხადონ. ეს სტატუსი ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახებიდან ბავშვები შესაძლოა, ბავშვთა სახლებშიც გადაიყვანონ და მათ მშობლებს ჩამოერთვათ მშობლის უფლებები.
ყველა რესპონდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას სწორედ პოლიტიკური მიზეზების გამო ახორციელებს. ცდილობს, აიძულოს ისინი გაჩუმდნენ და არ ისაუბრონ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება.